არასამთავრობო და სამთავრობო უწყებების წარამომადგენლებს კახეთში ტრენინგი ჩაუტარდებათ

პროექტის “რეგიონის მხარდაჭერა მდგრადი განვითარებისთვის” ფარგლებში არასამთავრობო დასამთავრობო უწყებების წარამომადგენლებს 18,22 და 23 აპრილს თელავში ტრენინგი ჩაუტარდებათ, თემაზე რეგიონული პოლიტიკის დაგეგმვი საკითხებში.
როგორც რადიო “ჰერეთს” ტრენინგის ორგანიზატორებმა აცნობეს, სწავლება მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სავარჯიშოებს შემდეგ საკთხებში:
- რეგიონული განვითარების პოლიტიკის ისტორია და ძირითადი პრინციპები, ევროპული გამოცდილება,
- საქართველო – ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება რეგიონული პოლიტიკის ასპექტში,
- 2018-2021 წლების საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამა,
- სამოქალაქო სექტორისა და მოქლაქეების ჩართულობა რეგიონული პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში.
ტრენინგს ატარებს ექსპერტი რეგიონულ და მუნიციპალურ საკითხებში ირაკლი მელაშვილი.
სამდღიანი ტრენინგი ტარდება პროექტის ფარგლებში: “რეგიონების მხარდაჭერა მდგრადი განვითარებისთვის”, რომელიც 2 წლიანი პროექტია და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. პროექტი ხორციელდება კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) მიერ, პარტნიორ ორგანიზაციებთან: ფიფლ ინ ნიდ (PIN) და დემოკრატიის ინსტიტუტთან (IOD) თანამშრომლობით.