მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მიმართავენ

“საგამოძიებო ორგანოებმა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მომზადებასთან დაკავშირებული საქმის დეტალები დროულად უნდა გაასაჯაროონ.” – განცხადებას ამის შესახებ ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ავრცელებს.

ქარტია საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს და ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებს:

“ქარტია მიიჩნევს, რომ მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, საგამოძიებო ორგანოებმა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მომზადებასთან დაკავშირებული საქმის დეტალები დროულად გაასაჯაროონ.

“ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების დაცვა.” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი გაბუნიას შეკვეთილი მკვლელობის მომზადებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ასევე, კოალიციამ “მედიის ადვოკატირებისათვის”. კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებას სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდებენ და საქმის მასალების მაქსიმალურად გასაჯაროებას ითხოვენ:

“გაბუნიას გინებას უპასუხა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა კი, გიორგი გაბუნიას გადამალვა ურჩია, რადგან „არსებობს მილიონობით ახალგაზრდა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს პატივს სცემს”.

“ჩვენ არაერთხელ შევახსენეთ საქართველოს მთავრობას, რომ ჟურნალისტების უფლებების პატივისცემა და დაცვა განსაკუთრებული მნიშვნელობის ამოცანაა. გავრცელებული ინფორმაციაზე დროული და სათანადო რეაგირებით, ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე ზრუნვა.” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, რამზან კადიროვის დავალებით, “მთავარი არხის” ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია იგეგმებოდა. განცხადება ამის შესახებ არხის გენერალურმა დირექტორმა გუშინ გააკეთა. ნიკა გვარამიას განცხადება რამდენიმე საათში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც დაადასტურა.

მკვლელობის მომზადებისთვის, დაკავებულია ინგუში ეროვნების რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვი, რომლის ასაყვანადაც სუს-მა სპეცოპერაცია ჩაატარა და ის ქავთარაძის ქუჩაზე, დრიმ თაუნის საცხოვრებელ კომპლექსში დააკავა. ბოკოვი ამჟამად წინასწარ პატიმრობაშია.

მსგავსი პოსტები

Back to top button