არასამთავრობო ორგანიზაციები ინიციატივით გამოდიან [Audio]

შეთავზება პოლიტიკურ პარტიებს, ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციები ინიციატივით გამოდიან, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოდერატორის როლი იკისრონ დაკონსენსუსის მისაღწევად კონსულტაციებში ჩაერთონ. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ჯანი ბუკიკიო მიიჩნევენ, რომ ახალი კონსტიტუციის მთავარი ნაკლი მაჟორიტარული სისტემის 2024 წლამდე შენარჩუნებაა.

ეკა გიგაურის და მიხეილ ბენიძის ხმა ►

გადადეს მნიშვნელოვანი ელემენტი, ამიტომ შეიქმნა პრობლემაც – ეს განცხადება, ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ გააკეთა. ბუკიკიომ საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებსა და მმართველი გუნდის შეცვლილ გადაწყვეტილებებზე, რომელიც საარჩევნო სისტემას ეხება, არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.  ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ამბობს, რომ ჯერ კიდევ არსებობს კომპრომისის მიღწევის შესაძლებლობა.

ციტატა ჯანი ბუკიკიოს განცხადებიდან ►

მსგავსი პოსტები

Back to top button