რუსეთი აფხაზეთში საელჩოს გახსნას გეგმავს

რუსეთის მორიგი ნაბიჯი ოკუპირებულ აფხაზეთში – რეგიონში რუსეთი 18 აპრილს საელჩოს გახსნას გეგმავს. ამ დღეს სოხუმში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩავა.

ფაქტს ქართველი პოლიტიკოსები ეხმაურებიან. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობის უმოქმედობა რუსეთის ანექსიური პოლიტიკის მიმართ, მათ საშუალებას აძლევს უფრო აგრესიული ნაბიჯები გადადგან.

მმართველ პარტიაში კი რუსეთის ამ ნაბიჯს საქართველოს სუვერენიტეტის უხეშ შელახვას უწოდებენ. ისინი იმედოვნებენ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობასაც ასეთივე შეფასება ექნება.

მსგავსი პოსტები

Back to top button