არასამთავრობოები დღეს შემაჯამებელ ბრიფინგებს გამართავენ

დღეს სამართლიანი არჩევნები, 50 მაჟორიტარულ ოლქში, მეორე ტურის ხმების პარალელური დათვლის შედეგებს გამოაცხადებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია ასევე ზუგდიდის ერთ-ერთი უბნის შედეგების გაუქმებას მოითხოვს, სადაც ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა გამოვლინდა.
მათი ინფორმაციით, კონვერტებში ბიულეტენთან ერთად, ამომრჩევლის ბარათებიც იყო ჩადებული და მათ ქართული ოცნების სასარგებლოდ ქონდათ ხმა მიცემული.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მარკირება გავლილი ადამიანების არჩევნებში მონაწილების მცდელობის 70-მდე ფაქტი დაფიქსირდა. ორგანიზაციას 55 საჩივარი და 59 შენიშვნა აქვს დაწერილი.
„იყო უფრო მძიმე დარღვევებიც, როგორიც არის მაგალითად, ამომრჩევლისათვის არასათანადო გარემოს შემქნა, მათი უფლებამოსილების შეზღუდვა. ოქმების გაანალიზების საფუძველზე, ჩვენ გამოვკვეთთ ხარვეზებს, პრობლემებს და განსაკუთრებული პრობლემების შემთხვევაში, გავაგრძელებთ დავას სასამართლოში,“ – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, არჩევნების მეორე ტურში მთელი რიგი დარღვევები გამოვლინდა, თუმცა 30 ოქტომბერის საპარლამენტო არჩვნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.
დღეს, ისინი შემაჯამებელ ბრიფინგებს გამართავენ და არჩვენებზე დაფიქსირებულ დარღვევებზე ისაუბრებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button