მნიშვნელოვანისაქართველო

არასამთავრობოები ხელისუფლებისგან თავდასხმითი სერიის გაგრძელებას ელოდებიან

ხელისუფლებისგან თავდასხმითი სერიის გაგრძელებას ელოდებიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

როგორც “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე სულხან სალაძე აცხადებს, მმართველი გუნდი და იუსტიციის მინისტრი არასამთავრობო სექტორზე თავდასხმას კოპენჰაგენის ფორუმზე გამოთქმული კრიტიკით არ დაასრულებს. “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი ამბობს, რომ ხელისუფლება აგრესიის მიმართვას სხვა მხარეს ცდილობენ.

მესამე სექტორიდან სულხან სალაძის და სოფო ვერძეულის ხმა ►

კოპენჰაგენის ფორუმზე იუსტიციის მინისტრი საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის კითხვამ გააღიზიანა. სიტყვით გამოსვლის დროს თეა წულუკიანს გიორგი ონიანმა კითხვა, საქართველოში არსებული ელიტური კორუფციის შესახებ დაუსვა. მინისტრმა ამ კონკრეტულ შეკითხვაზე პასუხს თავი აარიდა და განაცხადა, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი წინა ხელისუფლების დროს შს სამინისტროს მაღალჩინოსანი იყო და შესაძლოა მას 7 ნოემბრის აქციის დაშლაში წვლილიც მიუძღვის.

ციტატა თეა წულუკიანის განცხადებიდან ►

“საქართველოში არასამთავრობოებისთვის ნიადაგი ნოყიერია რომ დაფუძდნენ, გაიზარდონ და იყვნენ აქტიური სოფლებში, პატარა ქალაქებში და დიდ ქალაქებშიც. სამწუხაროდ ახლა შევეჯახეთ ახალ ვითარებას, სადაც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია საუბრობს მთელი სამოქალაქო სექტორის სახელით და ამის გამო მას კოლეგები აკრიტიკებენ. თუმცა, მთავრობის საქმე არ არის ამის განსჯა. ენჯეოების შიდა დავებს აქ ვერ განვიხილავთ. მაგრამ ბატონი ონიანის ყოფნა ადასტურებს, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება ენერგიულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ ენერგიული იყვნენ არამხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ გადაკვეთონ საზღვარი, ჩამოვიდნენ დანიაში და უკან გამოჰყვნენ იუსტიციის მინისტრს. არ მინდა ღრმა დისკუსიაში შესვლა აქ, რადგან იყო დიდი სკანდალი “საერთაშორისო გამჭვირვალობის ხელმძღვანელის” ირგვლივ. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, როგორც ცნობილია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი და ყოფილი მმართველი პარტიის წევრი იყო. ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფმა დოკუმენტებით აჩვენა, რომ მან შესაძლოა ხელი შეუწყო 7 ნოემბრის მშვიდობიანი მანიფესტაციის დაშლას. ახლა სასამართლოში განიხილება საქმე. ის კი უარს ამბობს გამოცხადდეს და შეკითხვებს უპასუხოს. არ მინდა ღრმად შევიდე კამათში, მაგრამ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობის ხელმძღვანელი” შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი იყო და სავარაუდოდ წვლილი შეიტანა ან მონაწილეობდა მშვიდობიანი მანიფესტაციის დაშლაში, რომლის დროსაც დაიღუპა 1 და დაშავდა რამდენიმე ადამიანი,”- განაცხადა წულუკიანმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button