მნიშვნელოვანისაქართველო

არასამთავრობოები თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვენ

სამოქალაქო სექტორი იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ გაერთიანდa. 15-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართა, თეა წულუკიანი დაითხოვოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობიდან.

ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მხოლოდ ახალი მინისტრის პირობებში მიიღებენ მონაწილეობას კონსულტაციებში ახალი მთავარი პროკურის შესარჩევად.

უფლებადამცველი არსამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, თეა წულუკიანმა ვერ შეძლო მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირება და მისი მინისტრობის პერიოდში მთავარი პროკურორი ხუთჯერ შეიცვალა.

“გამჭვირვალობა საქართველოს” ხელმძღვანელის ეკა გიგაურის, “საიას” თავმჯდომარე სულხან სალაძის და “ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის ქეთევან ხუციშვილის ხმა ►

მსგავსი პოსტები

Back to top button