მნიშვნელოვანისიახლეები

არასდროს ჩვენი უცხოელი პარტიორებისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია არ არსებობს ამის დამადასტურებელი არცერთი ფაქტი-კალაძე

არასდროს ჩვენი უცხოელი პარტიორებისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, მათ შორის, არც გუშინ. არ არსებობს ამის დამადასტურებელი არცერთი ფაქტი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის, იან კელის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, მან არ იცოდა, არსებობდა თუ არა კონკრეტული თანამდებობა, რომელზეც ჟურნალისტი საუბრობდა.

„გაუგებარია იან კელის განცხადება. მე შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია და თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ ჩემს განცხადებას, სადაც მე სტრატეგიულ პარტნიორებს, რომელიმე უცხოელ მეგობარს მივაყენე შეურაცხყოფა. არ არსებობს ასეთი ფაქტი. გუშინდელი ჩემი რეპლიკა არანაირი შეურაცხყოფა არ იყო. ეს უბრალოდ ჩემი პრობლემა იყო თანამდებობის დაკონკრეტების ნაწილში. მე არ ვიცოდი, ეს თანამდებობა, თორემ შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის გუშინდელ განცხადებას ერიკა ოლსონის შესახებ გაკეთებულ კომენტარს არაერთი გამოხმაურება მოყვა

მე მგონი, თბილისის მერი საერთოდ ვერ ხვდება, რა თანამდებობა უკავია ერიკა ოლსონს და რა მნიშვნელობა აქვს მის თანამდებობას. ხელისუფლების წარმომადგენლების ასეთი განცხადებები პარტნიორების მისამართით, უბრალოდ ვერავითარი სერიოზულობის ფილტრში ვერ ჯდება, – ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა განაცხადა.

როგორც ნიკა სიმონიშვილი აცხადებს, გასაგები იქნებოდა მსგავსი განცხადებების გაკეთება საქართველოს მტრების მისამართით, მაგრამ როდესაც ისინი ჟღერდება იმ ქვეყნის წარმომადგენელთა მიმართ, რომელიც საქართველოს 30 წლის განმავლობაში უჭერს მხარს, ეს ქვეყნისთვის ძალიან დამაზიანებელია.

ამასთან პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას თქმით კი, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ერიკა ოლსონს უფლება აქვს, გამოთქვას ის წუხილები, რაც საქართველოს მიმართ აქვს.

როგორც კუჭავამ აღნიშნა, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის წუხილს სრულად იზიარებს.

ცნობისთვის, ერიკა ოლსონმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედებებმა ძირი გამოუთხარა ქვეყანაში მიმდინარე ზოგიერთ დემოკრატიულ პროცესს, მათ შორის საარჩევნო და სასამართლო რეფორმების განხორციელების მიმართულებით.

მის ამ განცხადებას “ქართული ოცნების” მხირდან კრიტიკული შეფასებები მოჰყვა

მსგავსი პოსტები

Back to top button