რეგიონი

არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარე 100,000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

პროცესი დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, რომ 43 წლის კაცი 13 მოზარდზე სექსუალური ხალადობის ბრალდებით დააკავეს. არასრულწლოვანი 4 თვის ორსულია.

საქმეზე გამოძიება 137 მუხლის მე-4-ე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გრძელდება, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გაუპატიურებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კაცს 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button