კრიმინალიკრიმინალიმნიშვნელოვანისიახლეები

ყოფილი სასულიერო პირი პირადი ცხოვრების შანტაჟის ბრალდებით დააკავეს

პოლიციამ, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების ბრალდებით, 1 პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ლ.ჯ. პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც თავს სასულიერო პირს უწოდებდა, არასრულწლოვანს პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები მოტყუებით გადააგზავნინა. მოგვიანებით, როდესაც არასრულწლოვანმა ბრალდებულთან სატელეფონო კონტაქტი შეწყვიტა, ლ.ჯ. მას ფოტოსურათების ინტერნეტსივრცეში გავრცელებით დაემუქრა.

“გამოძიება პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 157-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

ყოფილ სასულიერო პირზე ამბავი ტელეკომპანია რუსთავი2-მა 8 სექტემბერს გაავრცელა.

ლევან ჯალაღონიას, როგორც მამა იოანეს საეკლესიო მოღვაწეობა რუის-ურბნისის ეპარქიიდან იწყება. არსებობს ოფიციალური დოკუმენტიც, რომლითაც დგინდება, რომ 4 წლის წინ სასულიერო პირად აღკვეცეს. თუმცა დაშვებული შეცდომების გამო, უკვე ბოლო ორი წელია, ის საქართველოს ეკლესიის არცერთ ეპარქიაში არ ირიცხება.

მსგავსი პოსტები

Back to top button