კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის საქმეში სოციალური სამსახური ჩაერთო

კახეთის ერთ- ერთი მუნიციპალიტეტის სოფელში მომხდარი, 10 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობის საქმეში სოციალური სამსახური ჩაერთო. მცირეწლოვანის რეაბილიტაციის მიზნით, მასთან ფსიქოლოგიც იმუშავებს. გოგონას ოჯახს მედიასთან კონტაქტი არ სურს და ფაქტსაც არ ადასტურებს.

დაკავებული მამაკაცის მეზობლების ინფორმაციით, 31 წლის მამაკაცს, საკუთარ ოჯახთანაც დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა.

ადგილობრივები ყვებიან, რომ ის ხშირად ძალადობდა საკუთარ შვილებზე და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა მეუღლესაც. დაზარალებული გოგონა, მამაკაცის მეუღლის ნათესავია და დედასთან ერთად, მის ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა.

სამართალდამცავებმა უკვე გამოკითხეს მამაკაცის ოჯახის წევრები და ის მცირეწლოვნები, რომლებიც სავარაუდოდ, გოგონაზე ძალადობის ფაქტს შეესწრნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარ ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 137- ე, 126- ე და 151- ე მუხლებით მიმდინარეობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს 15- დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება

მსგავსი პოსტები

Back to top button