მნიშვნელოვანისიახლეები

არჩევნებამდე ქართული ოცნება „ამნისტიის კანონის“ მიღებას გეგმავს-,,პატიმრების რაოდენობა უნდა შემცირდეს და ამ მხრივ ევროპულ მაჩვენებელს უნდა დავუახლოვდეთ,,-კობახიძე

,,ჩვენ შეგვიძლია თავი მოვიწონოთ იმ მიღწევებით, რომელიც გვაქვს პენიტენციურ სფეროში,,

მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“ აპირებს მიიღოს ამნისტიის კანონი, რომლითაც ციხეებიდან პატიმრებს გაათავისუფლებენ. „ქართული ოცნება“ საკანონმდებლო ინიციატივას უახლოეს პერიოდში დააინიცირებს და პირველი მოსმენით, ივლისში მიიღებს. არჩევნებამდე მისაღებ კანონზე პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების დროს ისაუბრა როცა პასუხობდა ოპოზიციონერ დეპუტატს ჰერმან საბოს პარტია „გირჩიდან“.
როგორც მან პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას თქვა, პატიმრების რაოდენობა უნდა შემცირდეს და ამ მხრივ ევროპულ მაჩვენებელს უნდა დავუახლოვდეთ.

“ვმუშაობდით აქტიურად, იუსტიციის სამინისტრო იყო პირველ რიგში ჩართული. უკვე არის შედგენილი, მომზადებული სია მუხლებისა, პუნქტებისა სისხლის სამართლის კოდექსიდან, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს ამნისტიის წესით პირთა გათავისუფლებას. გეგმაში გვაქვს, რომ უახლოეს დღეებში დავაინფიციროთ შესაბამისი კანონპროექტი, ივლისში ალბათ მოგვიწევს რიგგარეშე სესიაზე საუბარი, გარკვეული საკითხები იქნება განსახილველი. ივლისში იქნება შესაძლებელი ამ კანონპროექტის მიღება პირველი მოსმენით ისე, რომ სექტემბერში სამი მოსმენით დასრულდეს ამნისტიის კანონის მიღება”, – თქვა კობახიძემ.

მანვე აღნიშნა, რომ ამ პროცესში ჩართულია იუსტიციის სამინისტროს – ამ სამინისტროს დაქვემდებარებაშია პენიტენციური სისტემა. მისი თქმით, დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს ციხეებში 10 ათასამდე პატიმარია, რაც აღემატება ევროპულ მაჩვენებელს.

„ახლო მომავალში სერიოზულად შემცირდეს პატიმართა რაოდენობა იმისათვის, რომ დავუახლოვდეთ ევროპულ მაჩვენებელს. ამისთვის სასურველი იქნებოდა პატიმართა რაოდენობის ერთი მესამედით შემცირება. ვფიქრობთ, რომ ამნისტიის კანონი, რომელიც მომზადებულია, ამ მიზნის მიღწევაში სერიოზულ წვლილს შეიტანს“, – ამბობს პრემიერი.

ირაკლი კობაიძის თქმით, ამნისტიის კანონპროექტს პარლამენტს უახლოეს დღეებში წარუდგენენ, ივლისში კი შესაძლებელი იქნება მისი პირველი მოსმენით მიღება. იგეგმება, რომ „სექტემბერში სამივე მოსმენით დასრულდეს ამნისტიის კანონის მიღება“.

საქართველოში მომავალი საპარლამენტო არჩევნები ამნისტიის კანონის მიღებიდან რამდენიმე კვირაში, 26 ოქტომბერს იმართება.

ევროპის საბჭომ 6 ივნისს პატიმრების რაოდენობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2022 წლის იანვრიდან 2023 წლის 31 იანვრამდე პერიოდს მოიცავს და რომლის თანახმადაც, 100 000 მოსახლეზე საქართველო ევროპის საბჭოს 46 ქვეყანას შორის მეორე ადგილზეა. ყველა ქვეყანას შორის სიაში თურქეთი ლიდერობს 408 პატიმარით 100 000 მოსახლეზე, ხოლო საქართველო მეორე ადგილზეა 236.6 პატიმრით 100 000 მოსახლეზე.

ყველას კარგად გახსოვთ, რა ვითარება იყო სასჯელაღსრულების სისტემაში 2012 წლამდე. მით უმეტეს, ამ ფონზე და ამ ფონის მიღმაც, ჩვენ შეგვიძლია თავი მოვიწონოთ იმ მიღწევებით, რომელიც გვაქვს პენიტენციურ სფეროში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პენიტენციური სისტემის ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

„მინდა, ჩამოვთვალო ბოლო დროის განმავლობაში განხორციელებული ცვლილებები: დაბა ლაითურში დასრულდა უმაღლესი ევროპული სტანდარტების, 700 მსჯავრდებულზე გათვლილი პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა; რუსთავში მიმდინარეობს მცირე ზომის, 150 მსჯავრდებულზე გათვლილი პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა, სრულად განახლდა პენიტენციურ დაწესებულებებში სპორტული მოედნები და ინფრასტრუქტურა, 2023 წლის ივნისიდან პენიტენციურ დაწესებულებებში დაიწყო იუსტიციის სახლების გახსნა. გაიხსნა საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის სააკაძის სასწავლო ბაზა, გრძელდება რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამების გაძლიერება; პენიტენციურ დაწესებულებებში რეგულარულად ტარდება სპორტული ფესტივალები, მწვრთნელთა და ინსტრუქტორთა კვალიფიკაციის ამაღლება-გადამზადებისა და დასაქმების პროგრამები. ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში შეძენილ იქნა ახალი სამედიცინო აპარატურა. გრძელდება საჭიროებათა გამოვლენა და სამედიცინო პუნქტების აღჭურვა. დამატებით 20 ადგილას განთავსდა პრობაციონერთა ელექტრონული კონტროლისა და სერვისების უზრუნველყოფის ინოვაციური მოწყობილობა PROBBOX-ი. ყველა ხედავთ, რა იყო „პრიორიტეტები“ 2012 წლამდე და რა პრიორიტეტებით მოქმედებს საქართველოს მთავრობა დღეს, როდესაც საქმე ეხება სასჯელაღსრულების სისტემას“, – აღნიშნა პრემიერმა.

საქართველოში მომავალი საპარლამენტო არჩევნები ამნისტიის კანონის მიღებიდან რამდენიმე კვირაში, 26 ოქტომბერს იმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button