არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე [Video]
ამერიკის ისტორიაში ყველაზე უჩვეულო არჩევნების ჩატარებამდე რამდენიმე საათით ადრე პრეზიდენტობის კანდიდატმა დემოკრატიული პარტიიდან, ჰილარი კლინტონმა მძიმე არტილერია ჩართო. მან ფილადელფიაში წინასაარჩევო მიტინგზე შოუბიზნესის ვარსკვლავები და ცნობილი პოლიტიკოსები მიიწვია.
ექს-პრეზიდენტ ბილ კლინტონის, პრეზიდენტ ბარაქ ობამას, პირველი ლედის – მიშელ ობამას, ასევე მუსიკოსების – ბრიუს სპრინგსტინისა და ბონ ჯოვის გამოსვლების სანახავად 10-ათასამდე ამომრჩეველი მივიდა.
ჩრდილოეთ კაროლინაში ჰილარი კლინტონს მხარდაჭერა გამოუცხადეს მუსიკოსებმა – ლედი გაგამ და ბონ ჯოვიმ.
შემდეგ ჰილარი კლინტონი ნიუ-იორკში ჩავიდა, სადაც საკუთარ მხარდამჭერებს შეხვდება და აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმას საკუთარ კანდიდატურას მისცემს.