“არჩევნები ჩატარდა მშვიდობიან გარემოში, გამჭვირვალედ” [აუდიო]

“თითოეული ახალი არჩევნები ჩვენს ქვეყანაში არის კიდევ უფრო გამჭვირვალე და დემოკრატიული”, – ეს განცხადება, საქართველოს პრემიერმინისტრმა გააკეთა.

გიორგი კვირიკაშვილმა 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე შეაფასა.

კვირიკაშვილის თქმით, არჩევნები ჩატარდა მშვიდობიან გარემოში, გამჭვირვალედ და ეს საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მიერ გაკეთებული შეფასებებითაც დადასტურდა.

პრემიერის განცხადებით, “ქართულმა ოცნებამ” პროგრამაზე ორიენტირებული წინასაარჩევნო კამპანია ჩაატარა.

მისივე თქმით, არჩევნების პროცესში, გაცილებით უფრო ნაკლები იყო სიძულვილის ენა.

გიორგი კვირიკაშვილის ხმა ►

მსგავსი პოსტები

Back to top button