არჩევნების მეორე ტური 12 ნოემბერს გაიმართება

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ექვს საარჩევნო ოლქში გაიმართება. 

ცესკო-ს ინფორმაციით, ეს ოლქებია ქუთაისი, ბორჯომი, ყაზბეგი, ხაშური, ოზურგეთი და მარტვილი.  ცესკო-ს გადაწყვეტილებით, არჩევნების მეორე ტური 12 ნოემბერს გაიმართება. 

ცესკო-ს თავმჯდომარემ დღეს ხელი მოაწერა თბილისის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისა და დედაქალაქის საკრებულოს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს. 

თბილისის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა კახა კალაძემ ხმების 51,09%-ით გაიმარჯვა. საკრებულოს არჩევნებში, დედაქალაქში 4%-იანი ბარიერი ოთხმა პარტიამ გადალახა. 

პროპორციული არჩევნების ნაწილში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების – 53.15% მიიღო და საკრებულოს პროპორციული 25 მანდატიდან მას შეხვდება 15 მანდატი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო – 17,60% 5 მანდატი, „ევროპულმა საქართველომ“ ხმების – 9.18% 3 მანდატი მიიღო, „პატრიოტთა ალიანსმა“ – 5.62% 2 მანდატი.

შემაჯამებელ ოქმებზე ხელმოწერით დედაქალაქის მერისა და თბილისის საკრებულოს არჩევნები ოფიციალურად დასრულებულია.

მსგავსი პოსტები

Back to top button