მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობა არ გაგვიწევია-ენმ-ს წევრი მიხეილ კაკალაშვილი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში, სპეციალური დანიშნულების რაზმის და სამართალდამცავთა მიერ ნიკა მელიას დაკავების დროს პარტიის რაიონული ორგანიზაციების წევრებიც დაზარალდნენ.

ენმ -ის ლაგოდეხის რაიონული ორგანიზაციის საორგანიზაციო მდივანი, მიხეილ კაკალაშვილი რადიო ჰერეთთან აცხადებს, რომ პარტიის თავმჯდომარემ, ნიკანორ მელიამ ოფისში მყოფ მხარდამჭერებს მოუწოდა, სამართალდამცავებისთვის არანაირი წინააღმდეგობა არ გაეწიათ.

კაკალაშვილი ჰერეთთან ამბობს, რომ მას საშუალება არ მისცეს თავისი ფეხით გასულიყო ოფისიდან და ძალის გამოყენებით გაათრიეს, რა დროსაც ხელი დაუზიანდა.

შეგახსებნებთ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია პოლიციამ 23 თებერვალს, სპეცოპერაციის შემდეგ დააკავა. პოლიციელები იმ ოთახში, სადაც მელია იმყოფებოდა, ძალადობრივად შეიჭრნენ, გამოიყენეს წიწაკის სპრეი და ენმ-ის თავმჯდომარე ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

მოისმინეთ ენმ-ს წევრის, მიხეილ კაკალაშვილის ხმა

 

მსგავსი პოსტები

Back to top button