მნიშვნელოვანისაქართველო

არჩევნების მეორე ტური ოთხშაბათს, 28 ნოემბერს გაიმართება

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება.

გადაწყვეტილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე მიიღეს. ეს დღე საქართველოში დასვენების დღედ გამოცხადდება.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში 25 კანდიდატი მონაწილეობდა, თუმცა მეორე ტურში გადასვლა დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა და პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ შეძლეს.

მთელი ქვეყნის მასშტაბით 3 637 და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 საარჩევნო უბანი გაიხსნება.

საზღვარგარეთ გახსნილი უბნების რაოდენობა კი ჯამურად 57-ს შეადგენს. ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 504 082 ამომრჩეველია, საზღვარგარეთ რეგისტრირებულია 14 795 ამომრჩეველი, ჯამში სულ – 3 518 877 ამომრჩეველი.

მსგავსი პოსტები

Back to top button