მნიშვნელოვანიმსოფლიოპოლიტიკასიახლეები

არჩევნების შედეგები ემიგრანტებმაც გააპროტესტეს

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები ემიგრანტებმა გერმანიის ქალაქ შტუტგარტშიც გააპროტესტეს.

Როგორც აქციის მონაწილეებმა რადიო ჰერეთს განუცხადეს ისინი არჩევნების გაყალბებას და ქართული ოცნების მიერ ხელისუფლების მიტაცების მცდელობას აპროტესტებენ.

“ეს არ არის ერთჯერადი აქცია, ჩვენ ვაფრთხილებთ ხელისუფლება რომ მოუსმინე ხალხს და დანიშნოს ხელახალი არჩევნები, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენს მიერ გამართული აქციებიც პერნამენტულ ხასიათს მიიღებს. დღეს სპონტანურად შევიკრიბეთ, უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, კვირას ვფიქრობთ უფრო ფართომასშტაბიანი აქციის გამართვას. Იმედია კოვიდ პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციები ხელს არ შეგვიშლის აქციის გამართვაში”, – Განუცხადა რადიო ჰერეთს აქციის ერთ ერთმა ორგანიზატორᲛა ნანა სანდერმა.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს და ბოიკოტს უცხადებს. პროცესებმა ქუჩაში არჩევნებიდან მეორე დღესვე გადაინაცვლა.

მსგავსი პოსტები

Back to top button