არჩევნებში “ოცნების” კანდიდატმა გაიმარჯვა – წინასწარი მონაცემი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის არჩევნებში “ქართული ოცნების” კანდიდატმა გოჩა ჯამარაულმა გაიმარჯვა.

ცესკოს გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 64 უბნიდან დათვლილია 37 უბნის მონაცემები.

აქედან გოჩა ჯამარაულს ხმა მისცა 7771-მა ამომრჩეველმა (67.49%), ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ ბესიკ კახაბრიშვილს ხმა მისცა 3743-მა ამომრჩეველმა (32.51%).

გარდაბნის მუნიციპალიტეტში გუშინ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button