მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

არჩილ ტატუნაშვილი დღეს 38 წლის გახდებოდა

ოკუპირებულ ცხინვალში წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილი დღეს 38 წლის გახდებოდა.
ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეს ეხმაურება საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანა ყველა საერთაშორისო ბერკეტს გამოიყენებს, საქმის სრულყოფილად გამოძიებისთვის.

“მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება ყველა პირი, ვინც არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილში არის დამნაშავე. ამ მიმართულებით ჩვენი ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და საერთაშორისო ბერკეტს”.-აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი

ყოფილი სამხედრო რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზიდან 2018 წლის 22 თებერვალს გაიტაცეს, შემდეგ კი, 2008 წლის ომში მონაწილეობის გამო, წამებით მოკლეს.ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულები ამ დრომდე არ დასჯილან – მათ ინტერპოლი წითელი ცირკულარით ეძებს.

2018 წლის მაისში, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არჩილ ტატუნაშვილი, სიკვდილის შემდეგ, ღირსების ორდენით დააჯილდოვა

მსგავსი პოსტები

Back to top button