მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

დევნილები ამ ქვეყანას მიუთუმეტეს ყოფილი პრეზიდენტის სახით არ უნდა ჰყავდეს-ნიკა მელია

ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო დაბრუნებას ენმ-ს თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია ეხმაურება. მელია ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება იყოს საქართველოში.

„საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება, იყოს საქართველოში. დევნილები ამ ქვეყანას მიუთუმეტეს ყოფილი პრეზიდენტის სახით არ უნდა ჰყავდეს ყველა საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება იყოს საქართველოში. ჩვენ გვინდა სწორედ ასეთი სახელმწიფო გვქონდეს, სადაც აღარავინ აღარ დაექვემდებარება უსამართლო დევნას”, – აცხადებს ნიკა მელია.

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა არჩევნებამდე დაანონსა.

თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს გაიმართება

მსგავსი პოსტები

Back to top button