2 პირი დააკავეს სავარაუდოდ ფარული კადრების გავრცელებისთვის

პროკურატურამ კუდ-ის ერთ-ერთი დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ზურაბ ჯამალაშვილი და ადვოკატი ირაკლი ფხაკაძე დააკავა.

მათი დაკავება, სავარაუდოდ, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებას უკავშირდება. ჯამალაშვილის ბრალი დღეს უნდა წაუყენონ.

დაკავებულის ბინიდან ამოღებულია კომპიუტერი, მობილური ტელეფონი და კიდევ სხვა ნივთები.

ზურაბ ჯამალაშვილი ჰაკერის ვასილ ჯამალაშვილის მამაა, რომელიც 2012 წელს კიბერდანაშაულისთვის დააკავეს. ამჟამად კი გირაოს საფუძველზეა გათავისუფლებული.

წყარო: რუსთავი2

მსგავსი პოსტები

Back to top button