მნიშვნელოვანისაქართველო
არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარე გახდა

94 მომხრე არცერთი წინააღმდეგი – არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს.
გადაწყვეტილება საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომაზე ხმათა უმრავლესობით მიიღეს. პლენარულ სხდომას არ ესწრება ოპოზიცია, რომლებმაც დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. ისინი ითხოვდნენ, რომ პარლამენტში განსახილველ საკითხთა შორის შს მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის საკითხი განეხილათ, რაზეც მმართველი გუნდი არ დაეთანხმა. ამას კი სხდომათა დარბაზში ჩხუბი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
ცნობისთვის, ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადადგომა 20-21 ივნისის მოვლენებმა გამოიწვია.