მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა
არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგა.როგორც ტალაკვაძე აცხადებს, ის თმობს სპიკერის სავარძელს და დარბაზში ინაცვლებს.
გადაწყვეტილება „ქართულმა ოცნებამ“ ცენტრალურ ოფისში გამართული უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამოაცხადა.
“იმის გათვალისწინებით, რომ მოლაპარაკებები შეთანხმებით დასრულდა, რომელშიც მე პარტია “ქართული ოცნებას წარმოვადგენდი, ვთვლი, რომ პარლამენტში შემდგომი პროცესების სწორად წარმართვისთვის დავტოვო, სპიკერის პოზიცია,”- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე, პარტიის თამჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კახა კუჭავა წარადგინა.