ანალიტიკამნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

შტატგარეშე თანამშრომლებს 9,9 მილიონი დაემატათ

2020 წლის 3 თვეში იმ მოხელეთა ანაზღაურება, რომლებიც საბიუჯეტო ორგანიზაციებში შტატგარეშეს სტატუსით არიან დასაქმებული, ბიუჯეტს 59,2 მილიონი ლარი დაუჯდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით, – 9,9 მილიონით, 2018 წელთან შედარებით კი, 14,8 მილიონი ლარით მეტია. ბიუჯეტის მონიტორის სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის 3 თვეში შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე 49,3 მილიონი ლარი დაიხარჯა, 2018 წელს კი, 44,4 მილიონი. 2019 სრულ წელს კი, შტატგარეშე თანამშრომელთა ანაზღაურება ბიუჯეტს 255,4 მილიონი დაუჯდა.

რაც შეხება შტატგარეშე დასაქმებულების ზუსტ რაოდენობას, უცნობია. თუმცა აღსანიშნავია, რომ საჯარო უწყებებში შტატგარეშე მოხელეების დანიშნვის პროცედურები, შტატიანი დასაქმებულების აყვანასთან შედარებით, მარტივია. ამიტომ, სხვადასხვა დაწესებულებაში უშტატო დასაქმებულების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება.

შტატგარეშე მოხელეთა ანაზღაურება “საქონელი და მომსახურების” კატეგორიიდან ხდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button