ამერიკელი არტისტის, არეტა ფრანკლინის მიჩიგანში მდებარე სახლში სამი ხელნაწერი ანდერძი იპოვეს. ორი მათგანი 2010, ერთი კი 2014 წლით თარიღდება. ბლოკნოტები, რომლებშიც, მუსიკოსი წერდა, დაკეტილ კაბინეტსა და სავარძლის ბალიშების ქვეშ მისმა დის შვილმა, საბრინა ოუენსმა იპოვა.
ანდერძის თანახმად, არეტამ ერთ-ერთი სახლი, ვაჟს, კიკალფს დაუტოვა. ის ასევე თავის ძმასთან, ედვარდთან ერთად მომღერლის ყოველთვიური შემოსავლის გარკვეულ ნაწილსაც მიიღებს. რაც შეეხება არტისტის ფულად ქონებას, კიკალფსა და ედვარდს წილი მხოლოდ იმ შემთხვევაში ერგებათ, თუ ბიზნეს-ადმინისტრირების დიპლომებს მიიღებენ. მუსიკოსი მათ სწავლის დაფინანსებასაც დაჰპირდა.
ნაპოვნი ტექსტების პირველწყარო ჯერჯერობით დადასტურებული არ არის. სასამართლო სხდომა 12 ივნისს ჩაინიშნა.
არეტამ წარმატებას 1960-იანი წლების შუა და 1970-იანი წლების დასაწყისში
მიაღწია. განსაკუთრებული მოქნილი ვოკალის წყალობით მას ხშირად მოიხსენიებენ „სოულის დედოფლად“. 1987 წლის 3 იანვარს ის გახდა პირველი მომღერალი ქალი, რომლის სახელიც შეყვანილი იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში. 2012 წელს შეყვანილი იქნა გოსპელის დიდების დარბაზში. იგი ჟურნალმა „Rolling Stone“ შეიყვანა სიაში „ყველა დროის 100 უდიდესი შემსრულებელი“ და აგრეთვე მეორე სიაში „ყველა დროის 100 უდიდესი მომღერალი“
მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Respect, Think და I Say a Little Prayer მოუტანა.