არეულობა EURO-2016-ზე: 40 ადამიანი დაკავებულია [Photo/video]

პარიზში, ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის მატჩის დროს და მის შემდეგ, არეულობაში მონაწილეობისთვის 40-მდე ადამიანი დააკაკავეს. პოლიციის სამმართველოს მონაცემებით, ხალხის დაკავება ეიფელი კოშკის მახლობლად, ფან-ზონაში მოხდა, სადაც სასტარტო სასტვენამდე ხულიგნებისა და პოლიციის შეტაკება მოხდა. სამართალდამცველები იძულებულნი გახდნენ ცრემლმდენი აირი და წყლის ჭავლი გამოეყენებინათ.

არეულობის შედეგად 2 ადამიანი გამვლელი ავტომანქანის ქვეშ მოჰყვა, ერთ-ერთი მათგანი მძიმე მდგომარეობაში ჰოსპიტალში გადაიყვანეს. კიდევ რამდენიმე გულშემატკივარი სტადიონ Stade de France-ის მახლობლად დააკავეს, სადაც ფინალური მატჩი ტარდებოდა.

საფრანგეთზე პორტუგალიის ნაკრების გამარჯვების შემდეგ გულშემატკივრებმა ზეიმი დაიწყეს, რაც საბოლოოდ შეტაკებაში გადაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ პორტუგალიის ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონი გახდა. პორტუგალელებმა ფეხბურთელ ედერის მიერ გატანილი გოლის წყალობით ფრანგებს 1:0 მოუგეს.

პორტუგალიის ნაკრების ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ ეიფელის კოშკი პორტუგალიის დროში ფერებში განათდა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”38114″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button