არგენტინა-ბრაზილიის მატჩი სამართალდამცავებმა კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო შეწყვიტეს.
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის მე-7 წუთზე შეწყდა.
თამაშის დაწყებიდან მალევე, მოედანზე ბრაზილიის ჯანდაცვის მარეგულირებელი სააგენტოს და ფედერალური პოლიციის წევრები შეიჭრნენ. მიზეზად არგენტინელი ფეხბურთელები ემილიანო მარტინესი, ემილიანო ბუენდია, კრისტიან რომერო და ჯოვანი ლო ჩელსო დასახელდნენ. ოთხივე მოთამაშე პრემიერლიგის მოთამაშეა და შესაბამისად, მათ ბრაზილიაში არსებული კოვიდპროტოკოლი დაარღვიეს.
სავალდბულოა, რომ დიდი ბრიტანეთიდან ბრაზილიაში შესულმა პირებმა სავალდებულო კარანტინი უნდა გაიარონ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, არგენტინელებმა ბრაზილიის ხელისუფლება შეგნებულად მოატყუეს.
წყაროს ცნობით, ბრაზილიის ხელისფულებას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ოთხივე ფეხბურთელი დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე ბოლო პერიოდში არ იმყოფებოდა და ამიტომ, საჭირო არ იყო მათ სავალდებულო კარანტინი გაეარათ.
თავდაპირველად პოლიცია იმ სასტუმროში მივიდა, სადაც არგენტინის ნაკრები ისვენებდა, მაგრამ ისინი უკვე სტადიონზე იყვნენ წასულები და ამის გამო, თამაშის მიმდინარეობისას მოედანზე შესვლა მოუწიათ.
კამათი ჩხუბში გადაიზარდა და მატჩის განახლება შეუძლებელი გახდა. კონმებოლმა მატჩის შეწყვეტის გადაწყვეტილებით მიიღო.
ამ დროისთვის უცნობია, როდის განახლდება აღნიშნული თამაში ან რა გადაწყვეტილებას მიიღებენ სამხრეთამერიკული ფეხბურთის მმართველი უწყება და ფიფა.