არგენტინა და პერუ ძლიერმა წყალდიდობამ დააზარალა [Photo/Video]
ხანგრძლივი გვალვის შემდეგ არგენტინასა და პერუს თავს ძლიერი წყალდიდობა დაატყდა, – იუწყება პორტალი floodlist.com.
არგენტინაში 800 მილიმეტრი ნალექი მოვიდა. განსაკუთრებით დაზარალდნენ აროიო-სეკო და სანტა-ფე. წყალდიდობის შედეგად ათასობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.
პერუში უხვმა ნალექმა წყალდიდობა და მთებში მეწყრის ჩამოწოლა გამოიწვია. მაშველები მოსახლეობის ევაკუაციას ახორციელებენ. მაგისტრალი, რომელიც დედაქალაქ ლიმას ქვეყნის ცენტრთან აკავშირებს, დაბლოკილია. ასევე შეჩერებულია სატრანსპორტო გადაზიდვებიც. წყალდიდობის შედაგად დაიღუპა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და შინაური საქონელი.