სპორტ-ნიუსისპორტი
არგენტინა დაგეგმილ მატჩებს მესის გარეშე ჩაატარებს
მსოფლიო ჩემპიონატის უახლოეს შესარჩევ მატჩებს არგენტინის ნაკრები მესის გარეშე ჩაატარებს.
ალბისიესტეს ხელმძღვანელობამ ჩილესთან და კოლუმბიასთან გასამართი შეხვედრების შემადგენლობა დაასახელა,სადაც პსჟ-ს ლიდერი არ შეიყვანა.
28 იანვარს არგენტინა ჩილეს ესტუმრება,2 თებერვალს კი კოლუმბიას უმასპინძლებს.
მესიმ ცოტა ხნის წინ კორონავირუსი გადაიტანა და პსჟ-ს რამდენიმე მატჩიც გამოტოვა.
ლიონელ მესი არგენტინის ნაკრების ღირსებას 2005 წლიდან იცავს და ამ დროის მანძილზე 158 შეხვედრაში 80 გოლი აქვს გატანილი.