სპორტი

არგენტინა მუნდიალზე იბრძოლებს. გრანდების უგოლო მატჩი შესარჩევ ეტაპზე

არგენტინის პატარა ქალაქ სან-ხუანში არგენტინის საფეხბურთო ნაკრებმა ბრაზილიას უმასპინძლა.

მატჩი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ფარგლებში გაიმართა და ქომაგთა დიდი ინტერესის მიუხედავად,მაყურებელმა გოლი ვერ იხილა.

იმის გამო,რომ შეხვედრა არგენტინის ერთერთ პატარა ქალაქში გაიმართა,ტრიბუნებიდან წამოსული გულშემატკივართა უდიდესი ემოცია გასაკვირიც არ იყო.მათ მიეცათ შანსი ლეო მესის თამაში ენახათ და მოსახლეობის დიდმა უმრავლესობამ ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა.

ნულოვანი ფრეს მიუხედავად,არგენტინა 29 ქულით მუნდიალის საგზურის მფლობელი გახდა.რავ შეეხება ბრაზილიას, გუნდმა 35 ქულით მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება რამდენიმე დღით ადრე მოიპოვა.

შეგახსენებთ,რომ სამხრეთ ამერიკულ ციკლში ჩემპიონატზე პირდაპირ გასვლის უფლება ჯგუფში მესამე და მეოთხეადგილოსან გუნდებსაც აქვთ.მეხუთე ადგილზე გასული ნაკრები კი ინტერკონტინენტალის პლეი-ოფში ითამაშებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button