მნიშვნელოვანისიახლეები

“არის მეოთხე ტალღა და ჯანდაცვის სექტორში სრული მობილიზაცია დაწყებულია”-ტიკარაძე

ქვეყანაში კორონავირუსის მე-4 ტალღა დაიწყო. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარძემ განაცხადა.ტიკარაძე მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩრთვისკენ მოუწოდებს.

“შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის მეოთხე ტალღა და ჯანდაცვის სექტორში სრული მობილიზაცია დაწყებულია. კიდევ ერთხელ ვთხოვთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს და გარემოცვას, ატარონ პირბადე და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში”, – აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.

გასული დღე-ღამის საქართველოში კორონავირუსის 2 460 შემთხვევა გამოვლინდა, 20 ადამიანი გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში აიცრა 8286 ადამიანი. ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით ორჯერადად აცრილია 126 739 ადამიანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button