მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

“არის შესაძლებლობა, რომ კახეთის რეგიონში 5-6 ივლისს გაწვიმდეს”

მომდევნო ორი დღის განმავლობაში თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით ცხელი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება – ასეთია სინოპტიკოსების პროგნოზი.

ამბობენ, რომ განსაკუთრებით მაღალი ტემპარატურა, +40 გრადუსზე მეტი, კახეთის რეგიონში დაფიქსირდება.

დოდო გვაზავა, რომელიც გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის თანამშრომელია, ამბობს, რომ ივლისის თვისთვის ასეთი ამინდი არ არის უჩვეულო.

გვაზავას განცხადებით, ცხელი დღეების შემდეგ კახეთში შესაძლებელია 5-6 ივლისს გაწვიმდეს:

“სიცხეა ყველგან, მაგრამ 40 გრადუსი და ცოტა მეტიც გვქონდა გათვალისწინებული კახეთში და სამხრეთ საქართველოში. ივლისის თვეს თუ ავიღებთ, კახეთის რეგიონში 40 გრადუსი 2000-2002 წლებშიც ყოფილა. ეს არის, რაც ფიქსირდებოდა წლების განმავლობაში. აქ უჩვეულო არაფერია. არის შესაძლებლობა, რომ კახეთის რეგიონში 5-6 ივლისს გაწვიმდეს”, – განაცხადა გვაზავამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button