არის თუ არა ყოფილი ძალოვანის დაკავება პოლიტიკურად მოტივირებული-რას ამბობს ადვოკატი

ხობში, სპეცოპერაციისას დაკავებული ყოფილი ძალოვანის, ლექსო რაფავას ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული.
დაკავებული რაფავა ქუთაისშია გადაყვანილი. თუ რა შეკითხვები აქვთ მასთან სამართალდამცავებს, ცოტა ხანში გახდება ცნობილი.
“კონკრეტულად პოლიტიკური გაერთიანება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერია,არის პრეზიდენტს სააკაშვილის მხარდამჭერი, აქტიურადაა პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართული, მისი დაკავება გამომდინარეობს პოლიტიკური მოტივებიდან.
ამ დილით მოხდა მისი დაკავება 4 საათზე, არ ვიცი, გონიერ და საზრიან ადამიანს, ადამიანი რომელიც წლები მუშაობდა შსს-ს ორგანოებში, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის დამნაშავეების წინააღმდეგ სტრატეგიის განხორციელებაში, როგორ წარმოგიდგენიათ, სახლში, საძინებელში, ავტომატს შეინახვადა?! ეს არის “ჩადება”, – თქვა რაფავას ადვოკატმა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით არის დაწყებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებლის მართლსაწინააღმდეგო შენახვას გულისხმობს.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მომხდარზე ინფორმაციას ეუთო/ოდირს, დიპლომატებს და არასამთავრობოებს მიაწვდიან.