არიზონაში Apple-ს ქარხანა იწვის [Photo]
არიზონის შტატის ქალაქ მესაში განლაგებულ Apple-ს ქარხნის სახურავს ცეცხლი მოეკიდა, – იუწყება სააგენტო CNBC.
რამ გამოიწვია მზის პანელების აალება, ჯერჯერობით უცნობია. საწარმოდან 50 თანამშრომელია ევაკუირებული, მეხანძრეები ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ. Apple-ს დირექცია კომენტარისგან თავს იკავებს.
მესა (ინგლ. Mesa) — ქალაქი აშშ-ს არიზონის შტატში, მესამე უდიდესი ქალაქია ფინიქსისა და ტუსონის შემდეგ.
ქალაქი დააარსეს მორმონებმა 1878 წელს. ახლაც მოსახლეობის დაახლოებით 10% მორმონები არიან.
შეგახსენებთ: ეპლი (ინგლ. Apple Inc.; NASDAQ: AAPL, LSE: ACP, FWB: APC) (ყოფილი Apple Computer, Inc.) — ამერიკული მულტინაციონალური კორპორაცია, აწარმოებს სამომხმარებლო ელექტრონიკასა და მასთან დაკავშირებულ პროგრამულ უზრუნველყოფას. შტაბ-ბინა მდებარეობს აშშ-ის კალიფორნიის შტატიის ქალაქ კუპერტინოში. ეპლი ამზადებს, ყიდის და მხარდაჭერას უზრუნველყოფს პერსონალური კომპიუტერის სერიისთვის, პორტატიული მედია-პლეერებისთვის და სხვა აქსესორებისთვის. ეპლი ამჟამად ასევე დაკავებულია ახალი ტექნოლოგიური კონცეფციების შექმნით, მათ შორის iPhone_ის, Apple TV_ის, Apple watch_ის და ახალი ოპერაციული სისტემა Maco OS X Yosemite დამუშავებით.