მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

უნიკალური აღმოჩენა მდინარე ალაზნის პირას

კახეთში, მდინარე ალაზნის პირას უნიკალური აღმოჩენა დაფიქსირდა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის ტერიტორიაზე, უნიკალური აგურის ნაგებობაა აღმოჩენილი.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სპეციალისტის, თამაზ მარკოზაშვილის ვარაუდით, ნაგებობა, კერამიმის გამოსაწვავ ქურას ჰგავს.
” ჩემი ვარაუდით, ეს არის კერამიკის გამოსაწველი ქურა, რომელსაც შუა საუკუნეებშიც აკეთებდნენ და სპეციალურად აშენებდნენ მდინარის პირას. წინასწარ რაც ვიცი, ჩანს, რომ ორგანყოფილებიანია და თაღი აქვს ამოყვანილი.

კერამიკის ქურები შემხვედრია სიღნაღში, სოფელ ანაგის ტერიტორიაზე, ალაზნის პირას. მდინარე ანგრევს ნაპირებს და იშვიათ ნივთებსაც ვპოულობთ- ხოლმე. იმ ადგილებში, გარკვეულ ფორმაციებში მოსახლეობა ცხოვრობდა. სხვა დასახლებები, დროთა განმავლობაში გაჩნდა. ახლა საჭიროა მისი შესწავლა, დაზვერვის სამუშაოები და პერიოდიზაციის დადგენა”- განაცხადა მარკოზაშვილმა რადიო ჰერეთთან.

რას წარმოადგენს აღმოჩენილი ნაგებობა, არქეოლოგები და დარგის სპეციალისტები შეისწავლიან.
შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო, აღმოჩენილი ნაგებობისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მინიჭების საკითხს განიხილავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button