“არტგურმანი 2015” – სიღნაღი ფესტივალს მასპინძლობს

დღეს სიღნაღში ქართული პროდუქციის ფესტივალი “არტგურმანი 2015” გაიმართება.
როგორც რადიო “ჰერეთს” ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, პროექტი “არტგურმანი” ქართველ მწარმოებელთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას გულისხმობს. კომპანიები მათთვის გამოყოფილ, სათანადოდ გაფორმებულ სტენდებზე გამოფენენ თავიანთ პროდუქციას. გამოფენა-გაყიდვის საღამოზე თავიანთ ხელოვნებას წარმოაჩენენ ფოლკლორული კოლექტივები კახეთიდან. ღვინის ეროვნული სააგენტო წარმოგიდგენთ ფოტოარქივს.
გარდა კომპანიებისა, გამოფენაზე იხილავთ ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქციას. ადგილი დაეთმობა სუვენირებსა და აქსესუარებს. შესაძლებელი იქნება დეგუსტაციაც.