ართანას ტყეში ხანძარია – ადგილზე 3 ვერტმფრენს ელოდებიან

თელავში, ართანას ტყეში ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოების ჩასატარებლად 3 ვერტმფრენი გაემგზავრა. მათ შორის ერთი საქართველოს შს სამინსიტროს ეკუთვნის, ხოლო 2 – ირანს.
როგორც საგანგებო სიტუაციების სააგენტოში განაცხადეს, ადგილზე 100-მდე მეხანძრე-მაშველია მობილიზებული და რთული რელიეფის გამო, სამუშაოებში ავიაციის ჩართვა გახდა საჭირო.
სამუშაოებს ამ დროისთვის ადგილზე სამაშველო ბრიგადები ასრულებენ. ცეცხლი ართანის ტყეში დილით გაჩნდა.