მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“ასანიძე და ზვიადაური უნდა იყვნენ ციხეში”

სამშენებლო კომპანია “ოლიმპიური ვარსკვლავის” დაზარალებულებმა მთავარ პროკურატურასთან აქცია გამართეს. როგორც აქციაზე ადვოკატმა, ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა, თაღლითური სქემის მონაწილეები ცნობილია და ყველა უნდა დაისაჯოს.

ხატიაშვილი გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძეს მოუწოდებს, რომ დანაპირები შეასრულოს და დამნაშავეები დააკავოს.

“ეს სამარცხვინო შოთაძე დაბრუნდა პროკურატურაში და პირობა დადო, ძველი საქმეები უნდა გამოვიძიოო. მოვიდა ეს ხალხი და ეუბნება – 1,5 წელია შემოტანილი მაქვს საჩივარი, “ოლიმპიურ ვარსკვლავის” ჯგუფურ თაღლითობაში მონაწილე ყველა პირი დააკავეთ. სასამართლო განაჩენი დადგენილია, რომ ზაზა რაზიკაშვილმა მიითვისა 28 მილიონი, მაგრამ იქ იყვნენ ჯგუფის წევრები, თაღლითობაში მონაწილე ჯგუფის ყველა წევრი, ოლიმპიური ჩემპიონები: ასანიძე, ზვიადაური, ფინანსისტი გერგედავა – ყველა ეს ადამიანები უნდა იყვნენ ციხეში.” – განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button