რეგიონი

“ასეთი მდგომარეობა ორ ქვეყანას შორის, მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია”-ქადაგიშვილი

“ასეთი მდგომარეობა ორ ქვეყანას შორის, მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია. უკრაინასთან კომუნიკაციის განახლების და გააქტიურების თემა დგას”- ეს განცხადება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა მედიასთან გააკეთა.

ქადაგიშვილი ამბობს, რომ პრობლემები არცერთი მხარის ინტერესში არ შედის.
” ასეთი მდგომარეობა ორ ქვეყანას შორის, მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია, თუმცა არის მთელი რიგი საკითხები, რომლებიც წარმოიშვა აბსოლუტურად სწორ ადგილზე. პირდაპირ გეტყვით, არის მომაკვდინებელი ის ბრალდებები, რომლებიც წაუყენეს საქართველოს და რომელიც ბუნებაში არ არსებობს. ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმაც ეს ძალიან კარგად იციან, მათ შესაბამისი პოზიცია ამასთან დაკავშირებით გამოხატეს. ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა ბრიუსელში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, გარკვეული კომუნიკაციის განახლების და გააქტიურების თემა დგას. იმედი მაქვს, პრობლემები, როლებიც არ შედის არცერთი მხარის ინტერესებში, რათქმაუნდა იქნება აღმოფხვრილი. ყველა საერთაშორისო პლატფორმას , სადაც რეალურად საქმიანად შეიძლება ამ ომთან დაკავშირებით უარყოფითი დამოკიდებულება და უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოიხატოს, საქართველო თანმიმდევრულად იყენებს და ერთ- ერთი ლიდერი სახელმწიფო ვართ, ამ მიმართულებით. გულდასაწყვეტია, რომ საქართველო დადანაშაულებული იყო მთელ რიგ შემთხვევებში, ისეთ საკითხებში, რაც ბუნებაში არ არსებობს.რაც შეეხება უკრაინაში ჩასვლას, არ წარმოადგენს პრობლემას და ნურავინ დაგვაყვედრის, ეს პრობლემა ჩვენს წინაშე არ დგას,მაგრამ არსებობს ეტიკეტი, როგორ მოქმედებენ ქვეყნის პირველი პირები. პარლამენტის თავმჯდომარემ ამასთან დაკავშირებით, წერილობითი პოზიცია დააფიქსირა”-განაცხადა ქადაგიშვილმა.
რაც შეეხება კრიტიკული მედიის შეზღუდვას სამთავრობო ღონისძიებებზე, ირაკლი ქადაგიშვილმა თქვა, რომ მედია საქართველოში თავისუფალია, თუმცა მას მართებს მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინოს საზოგადოების სწორად ინფორმირების საკითხში.

პრემიერ-მინისტრის ღონისძიებებზე, კრიტიკული მედიისათვის დასწრების შეზღუდვის საკითხი კი, პრესამსახურთან უნდა გაირკვეს.

დღეს, წინანდალში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების, პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარეებისა და მთავრობის წევრების გასვლითი შეხვედრა მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button