მნიშვნელოვანისიახლეები

“ასეთი მოთხოვნები ვერ დაკმაყოფილდება”-“ოცნების” საბოლოო უარი ემიგრანტებს

ქართული ოცნების საბოლოო უარი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს – ემიგრანტების მოთხოვნის მიუხედავად, მმართველი გუნდი არ აპირებს დამატებითი უბნების გახსნას, რაც იმას ნიშნავს რომ მილიონამდე ამომრჩევლის ხმა უბრალოდ დაიკარგება.
ივანიშვილის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მარტივად პროგნოზირებადი იყო, რადგან მმართველი უმრავლესობისთვის განსაკუთრებით სახიფათოა ოპოზიციურად განწყობილი ქართული დიასპორა.
გადამწყვეტი არჩევნები რომ რთული იქნება ცხადია. ხელისუფლები ოპონენტები საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან ერთად დეტალური მონიტორინგისთვის ემზადებიან, რომ ოლიგარქმა ივანიშვილმა არჩევნების გაყალბება ვერ შეძლოს. ოპოზიციური პარტიები კოორდინირებულად გეგმავენ მუშობას, იმისათვის რომ დაცული იყო ყველა ხმა.

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე საქართველოს უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნას უტოპიურს უწოდებს.
როგორც ის ჟურნალისტებთან ამბობს, “ასეთი მოთხოვნები ვერ დაკმაყოფილდება”.
“მოთხოვნები როდესაც არის უტოპიური, შეუძლებელი, წარმოუდგენელი, რაც ვერ მოახერხა ვერავინ, ვერასდროს და ეს მხოლოდ იმას ემსახურება, რომ რაღაცაზე იყვირონ, ასეთი მოთხოვნები ვერ დაკმაყოფილდება, თორემ ვისაც მონაწილეობა უნდა, ჩვენც მოვუწოდებთ, ძალიან ვთხოვ ყველა ემიგრანტს, ჩვენს პატივცემულ მოქალაქეებს… ადვილი არ არის, საქართველოში როცა ცხოვრობ, სახლთან ახლოს არის საარჩევნო უბანი და ეს არ ხდება, სამწუხაროდ, ეს ასე არ ლაგდება უცხოეთში, ზოგისთვის ახლოს არის, ზოგისთვის შორს არის, მაგრამ იქნებ, რამენაირად, მაქსიმალურად ბევრმა ადამიანმა მოახერხოს საარჩევნო უბანზე მისვლა, მაგრამ ასე მთელ მსოფლიოში გაბნეულ ჩვენს პატივცემულ ემიგრანტებთან ყველგან უბნების გახსნა, სამწუხაროდ, ვერ ხერხდება”, – თქვა მდინარაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button