მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

“ასეთი ტიპის დასავლეთი საქართველოს მოსახლეობას არ სჭირდება”

“საქართველოს მოსახლეობას არ სჭირდება ისეთი ტიპის დასავლეთი, რომელიც ასე რეაგირებს სამართლებრივ საკითხებზე”. – ეს “ქართული ოცნების” დეპუტატის რომან კაკულიას განცხადებაა.

კაკულია ამბობს, რომ სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსები ქვეყნის საშინაო საქმეებში მიუღებელი ფორმებით ერევიან.

მმართველი პარტიის წვერი კომპანია “ფრონტერას” საკითხზე ამერიკელი სენატორების კრიტიკას და საქართველოში უცხოელი ინვესტორების დევნასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

“ვხედავთ საკმაოდ მიუღებელ ჩარევას სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსის მიერ, ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში. ასეთი ტიპის ჩარევები, თითქოს პრორუსული ძალები აკეთებს ასეთ ჩარევებს, არაფერს ემსახურება, თუ არა ის, რომ მხოლოდ აღვივებს და აძლიერებს პრორუსულ ორიენტაციას, თუ ასეთი არსებობს საქართველოში”. – ამბობს კაკულია.

მოისმინეთ რომან კაკულიას ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button