მსოფლიოსიახლეები

აშშ – 1 417 კორონავირუსით დაღუპული ერთ დღეში

აშშ-ში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 1 417 ადამიანი დაიღუპა და 24 859 – დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN „ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის“ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აშშ-ში, კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ, ამ მომენტისთვის, 787 901-ს მიაღწია, რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, სულ დაღუპულია 42 138 ადამიანი.

ცნობისათვის, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 2,5 მილიონს მიაღწია, გარდაცვლილია 170 000-ზე მეტი ადამიანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button