მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აშშ, 60-ზე მეტ პირს, მათ შორის “ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათი ოჯახის წევრებს, სავიზო შეზღუდვებს უწესებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, “რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში”.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, დასანქცირებულ პირებს შორის მოხვდებიან ცენტრალური და მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლები, “რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს თავიანთი უფლებამოსილება ქართველი ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით”.

ასევე, დეპარტამენტი განმარტავს, რომ მათ შორის არიან კორუფციაში ჩართული ბიზნესმენები, დეზინფორმაციის გავრცელებისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის ხელშემწყობი პირები, სამართალდამცავები, რომლებიც მონაწილეობდნენ მომიტინგეების ცემაში, პარლამენტის წევრები, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს არადემოკრატიული კანონმდებლობის გატანასა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაში.

“ჩვენ კვლავ შეშფოთებულები ვართ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევითა და ანტიდემოკრატიული ქმედებებით. ვაგრძელებთ დამატებითი, საპასუხო ქმედებების განხილვას. შეერთებული შტატები ცალსახად უჭერს მხარს ქართველების უფლებებს, შეიკრიბონ, ისაუბრონ და მშვიდობიანი პროტესტიგამოხატონ ძალადობის, დაშინების ან ჩახშობის შიშის გარეშე”, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

აშშ-მა ,,ხარება,, და კიდევ 3 მოქალაქე დაასანქცირა

“სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე იღებს დამატებით ზომებს სავიზო შეზღუდვების დაწესების მიზნით 60-ზე მეტ ქართველზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაში, ასევე მათ ოჯახის წევრებზე. ეს პირები არიან ხელისუფლებისა და მუნიციპალური მოღვაწეები, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს თავიანთი უფლებამოსილება ქართველი ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით, ასევე კორუფციულ პრაქტიკაში ჩართული ბიზნეს ლიდერები, დეზინფორმაციის გავრცელებისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის ხელშემწყობი პირები, სამართალდამცავები, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების ცემაში და პარლამენტის წევრები, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს არადემოკრატიული კანონმდებლობის მიღებასა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაში.

ჩვენ კვლავ შეშფოთებულები ვართ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევითა და ანტიდემოკრატიული ქმედებებით და განვაგრძობთ საპასუხოდ დამატებითი ქმედებების განხილვას. შეერთებული შტატები ცალსახად უჭერს მხარს ქართველების უფლებებს, შეიკრიბონ, ისაუბრონ და მშვიდობიანად გამოხატონ პროტესტი”, – განაცხადა ბლინკენმა.
გარდა ამისა, აშშ-მა დღეს, 16 სექტემბერს სანქციები დაუწესა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ზვიად ხარაზიშვილს, მის ერთ-ერთ მოადგილეს, მილერი ლაგაზაურს. ასევე, ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი „კონსერვატიული მოძრაობის“, იგივე „ალტ-ინფოს“ ლიდერებს, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს.
აშშ-მა მათ სანქციები დაუწესა საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებების, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისთვის.

სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, ოთხივე პირზე დაწესებული სანქციები გლობალური მაგნიტსკის ადამიანის უფლებათა ანგარიშვალდებულების აქტს ეფუძნება და მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისა და კორუფციას მთელ მსოფლიოში.

მსგავსი პოსტები

Back to top button