მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

კორონავირუსით 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა

კორონავირუსით 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა. ის თბილისში ,ციციშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობდა.

„ბავშვი ჩვენთან 1-ელ სექტემბერს შემოვიდა. ბინაზე, მისი ოჯახის წევრს ჰქონდა კორონავირუსული ინფექცია. ავადობის მე-4 დღე იყო. შემოსვლისას, მისი მდგომარეობა თანმხლები ბაქტერიული ინფექციით იყო გართულებული. ასევე, მას ჰქონდა ოპერაცია გაკეთებული. გამოხატული იყო ტეტრაპარეზი, ბავშვთა ცერებრალური დამბლა, ფსიქომოტორული სფეროს ღრმა ჩამორჩენა და ფილტვის ქსოვილის დაზიანება. შემოსვლის დღიდანვე, ჟანგბადდამოკიდებული იყო. გუშინ მდგომარეობა უფრო გართულდა და საღამოს, 20:00 საათისთვის გარდაიცვალა“, – აცხადებს კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე.

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 25 პაციენტი მკურნალობს. განსაკუთრებულად მძიმეა ერთი თვის ჩვილის მდგომარეობა, რომელიც, ამ დრომდე, მართვით სუნთქვაზეა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 565 957 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 519 673, გარდაიცვალა 7 867 პაციენტი.

მსგავსი პოსტები

Back to top button