მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აშშ და დიდი ბრიტანეთი საკუთარ მოქალაქეებს მოსკოვში შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებენ

შეერთებული შტატების საელჩომ მოსკოვში მყოფ ამერიკელებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდა. საელჩოს ოფიციალურ საიტზე 7 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციით, აკვირდებიან ცნობებს, რომელთა თანახმად, „ექსტრემისტები“ გეგმავენ მოსკოვში მასობრივი ღონისძიებების, მათ შორის კონცერტების ორგანიზებას.

საელჩო აშშ-ის მოქალაქეებს ურჩევს, მომდევნო 48 საათის განმავლობაში თავი აარიდონ ხალხმრავალ ადგილებს, თვალ-ყური ადევნონ ადგილობრივი მედიით გავრცელებულ ცნობებს და ყურადღებით დააკვირდნენ გარემოცვას.

აშშ-ის საელჩოს ეს გაფრთხილება რუსეთში დიდი ბრიტანეთის საელჩომაც გამოაქვეყნა და დაამატა, რომ ბრიტანელებს ურჩევენ, თავი შეიკავონ რუსეთში ნებისმიერი მოგზაურობისგან. დასავლეთის ამ სახელმწიფოების და რუსეთის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბულია უკრაინაში ომის გამო.
“სიტუაცია რუსეთში არაპროგნოზირებადია”, – აღნიშნავს სამინისტრო და ამბობს, რომ სამოგზაურო დაზღვევა შესაძლოა გაუქმდეს, თუ ბრიტანელები რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ გაემგზავრებიან რუსეთის ფედერაციაში.

რუსეთის ხელისუფლებას აშშ-ის საელჩოს პასუხად ჯერჯერობით არაფერი უთქვამს. როგორც რადიო თავისუფლების რუსული სამსახური წერს, დღეს, 8 მარტს, მოსკოვში დაგეგმილია ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ბევრი ღონისძიება

მსგავსი პოსტები

Back to top button