მნიშვნელოვანისაქართველო

12 დან 15 წლამდე მოზარდებისთვის ვაქცინაცია შესაძლებელი გახდა

იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, 12 დან 15 წლამდე მოზარდებისთვის „ფაიზერით“ ვაქცინაცია შესაძლებელი გახდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

„საბჭომ მხარი დაუჭირა 12-დან 15- წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის პროცესს, „ფაიზერის“ ვაქცინის ორი დოზით, მშობლის გადაწყვეტილებით და თანხმობით, რაც არის აუცილებელი მოთხოვნა არასრულწლოვანში სამედიცინო ჩარევის ჩატარების შემთვევაში.

აქამდე, ამ ასაკობრივ კატეგორიაში ვაქცინაცია მხოლოდ ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის იყო რეკომენდებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button