მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აშშ და ევროკავშირი რუსეთს დამატებიი სანქციებს დაუწესებენ

უკრაინული ცნობების საპასუხოდ, რომელიც რუსეთის სამხედროების მიერ ქალაქ ბუჩაში ჩადენილ ომის დანაშაულებებს ეხება, აშშ და ევროკავშირი ოთხშაბათს რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას აპირებენ. აღნიშნულის შესახებ BBC-ი იტყობინება.

გამოცემის ცნობით, თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ აშშ აკრძალავს ახალ ინვესტიციებს რუსეთში და დამატებით სანქციებს დაუწესებს რუსეთის ფინანსურ ინსტიტუტებს, ასევე კრემლის ოფიციალურ პირებსა და მათ ოჯახებს.

BBC-ი Wall Street Journal-ზე დაყრდნობით წერს, რომ ვაშინგტონი განიხილავს დამატებით სანქციების დაწესებას პუტინის ორი ქალიშვილისა და რუსეთის უმსხვილესი ბანკის Sberbank-ის წინააღმდეგ.

გამოცემა აგრეთვე იუწყება, რომ ევროკავშირის ელჩები ოთხშაბათს სანქციების მეხუთე პაკეტს განიხილავენ. პაკეტის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი და ის მოიცავს რუსული ქვანახშირის იმპორტის აკრძალვას და რუსეთის მფლობელობაში ან ექსპლუატაციაში მყოფი გემების უმეტესობისთვის ევროკავშირის პორტებით სარგებლობის უფლების შეჩერებას.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, სანქციების ახალი პაკეტი მნიშვნელოვნად დააზარალებს რუსეთს და კიდევ უფრო გააუარესებს მის ეკონომიკურ, ფინანსურ და ტექნოლოგიურ მდგომარეობას.

სანქციებს აშშ დიდი შვიდეულის ქვეყნებთან და ევროკავშირთან კოორდინირებულად გაამკაცრებს.
შეგახსენებთ რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, ამის შესახებ განცხადება ოფიციალურად დღეს გაკეთდება.

სანქციების ახალი პაკეტი:

აკრძალავს ყველა ინვესტიციას რუსეთში;
გაზრდის სანქციებს რუსულ ფინანსურ ინსტიტუტებსა და რუსეთის მიერ კუთვნილ კომპანიებზე;
სანქციები დაწესდება რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებსა და მათი ოჯახის წევრებზე.
აშშ-ის სახელმწიფოს წარმომადგენელმა თქვა:

“ეს ზომები შეზღუდავს რუსეთის სახელმწიფო ძალაუფლების ძირითად ინსტრუმენტებს, რუსეთს მიაყენებს სერიოზულ და მყისიერ ეკონომიკურ ზიანს და პასუხს აგებინებს რუსულ კლეპტოკრატიას, რომელიც აფინანსებს და მხარს უჭერს პუტინის ომს. ეს ზომები მიიღება ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, რაც აჩვენებს ჩვენს ერთიანობას რუსეთისთვის უპრეცედენტო პასუხისმგებლობის დაკისრებაში უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო”. – თქვა მან.

ასევე შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრო რუსული Darknet-ის ბაზარსა და კრიპტოვალუტის ბირჟას სანქციებს უწესებს. უწყების ცნობით, ისინი ძირითადად მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში მუშაობენ.

მნიშვნელოვანი გზავნილია კრიმინალებისთვის, რომ ვერ დაიმალებიან darknet-სა თუ მათ ფორუმში, – თქვა აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა.

ახალი სანქციებით ამერიკის მოქალაქეებს აეკრძალებათ მიიღონ ან განახორციელონ ნებისმიერი კონტრიბუცია ან მომსახურება Hydra-სა თუ Garantex-ზე.

ბლოკჩეინის მკვლევართა აზრით, 2019 წელს რუსული კრიპტო ბირჟების მიერ მიღებული ბიტკოინების დაახლოებით 86% Hydra-ს ეკუთვნის. აშშ-ს ფინანსთა სამინისტრო Hydra-ს ​ ყველაზე დიდ და ცნობილ Darknet-ის ბაზრად აფასებს.

აშშ-ს ფინანსთა სამინისტრო შეუერთდა იუსტიციის დეპარტამენტს, FBI-ს და გერმანიის ფედერალურ კრიმინალურ პოლიციას, რომელმაც განაცხადა, რომ Hydra-ს სერვერები გერმანიაში დახურეს და 25 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინი ამოიღეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button