აშშ და ევროსაბჭო საპარლამენტო არჩევნებს პოზიტიურად აფასებენ

საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს გამოხმაურებები მოჰყვა , როგორც აშშ-დან, ასევე ევროსაბჭოს მხრიდან.
კონგრესმენი დუნკან ჰანთერი, სოციალურ ქსელში შემდეგ მიმართვას ავრცელებს:
“გასულ შაბათს, 2012 წლის შემდგომ, საქართველოში მესამე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები გაიმართა, ეს ხალხის მიერ მიღწეული დემოკრატიული პროგრესის ნათელი დემონსტრირებაა. საქართველო კარგი მეგობარი და პარტნიორია რეგიონში, რომელიც რუსეთის აგრესიით დაზარალდა და იმსახურებს ჩვენს მხარდაჭერას. სახელმწიფოებრიობის 25-ე წლისთავზე, მე ვულოცავ ქართველ ხალხს და საუკეთესო სურვილებს ვუგზავნი ახალ მთავრობას”.
რესპუბლიკელი დევიდ შვაიკარტი კი წერს: „ვულოცავ ქართველ ხალხს, რომელმაც 8 ოქტომბერს, კიდევ ერთი თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები ჩაატარა”.

ევროსაბჭო საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს, პოზიტიურად აფასებს.
ევროსაბჭოს წარმომადგენლებმა ,,ქართული ოცნების” წევრებს, არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება და გამარჯვება მიულოცეს. ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ არჩევენების მეორე ტურიც იქნება სამართლიანი და დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button