აშშ დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

აშშ დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიებები.

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ამ დღესთან დაკავშირებით მოსახლეობას სიტყვით მიმართავს. ვაშინგტონის ცენტრალურ ბულვარში კი ტრადიციული აღლუმი ჩატარდება. მოგვიანებით კაპიტოლიუმის მახლობლად კონცერტი გაიმართება. დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ჩვეულერისამებრ ფოიერვერკით დასრულდება.

წელს აშშ დამოუკიდებლობის 240-ე წლისთავს აღნიშნავს. 1776 წლის 4 ივლისს დამოუკიდებლობის აქტის მიღებით, ამერიკულმა კოლონიებმა დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button